Nvidia-მ პრობლემური დრაივერი 595.59 დროებით გაიწვია
Nvidia-მ თავისი Game Ready დრაივერი 595.59 დროებით უკან გაიწვია მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა სხვადასხვა პრობლემაზე დაიწყეს საუბარი, მათ შორის გამაგრილებელი სისტემის (ფანების) გაუმართაობაზე, GPU-ს ძაბვის და HDR ფუნქციის პრობლემებზე. აღნიშნული დრაივერი Resident Evil Requiem-ისა და Marathon Server Slam-ისთვის იყო განკუთვნილი.