Skate-ის დეველოპერი Full Circle „ტრანსფორმაციას“ განიცდის, რასაც თანამშრომელთა დათხოვნა მოჰყვება
EA-ს სტუდია Full Circle-მა, რომელიც Skate-ის შემქმნელია, გუნდის სტრუქტურაში ცვლილებები და თანამშრომელთა დათხოვნა დააანონსა. კომპანია აცხადებს, რომ სტუდიის „ტრანსფორმაცია“ მიზნად ისახავს Skate-ის გრძელვადიანი მომავლის უკეთ მხარდაჭერას, თუმცა თამაშზე მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება.