Amazon Games-ი წარუმატებელ Battle Royale თამაშს King of Meat-ს ხურავს
Amazon Games-მა დაადასტურა Battle Royale თამაშის King of Meat დახურვა, რომელმაც გამოშვებიდან სულ რაღაც ოთხ თვეში ვერ მოიპოვა სასურველი აუდიტორია Steam-ზე. თამაში, მიუხედავად დიდი სარეკლამო კამპანიისა (The Game Awards, MrBeast-თან თანამშრომლობა), ოფიციალურად 2026 წლის 9 აპრილს შეწყვეტს ფუნქციონირებას. მოთამაშეებს შეეძლებათ თანხის დაბრუნება მოითხოვონ.