NINJA GAIDEN 4-ის DLC „ორი ოსტატი“ 4 მარტს გამოვა
გამომცემელმა Xbox Game Studios-მა და დეველოპერებმა Team NINJA-მ და PlatinumGames-მა გამოაცხადეს, რომ NINJA GAIDEN 4-ის დამატებითი კონტენტი „ორი ოსტატი“ (The Two Masters) 4 მარტს გამოვა 14.99 დოლარად. DLC მოიცავს სამ ახალ თავს, ორ ახალ იარაღს, მტერს, გამოწვევებს და „უფსკრულის გზის“ რეჟიმს. თავად თამაში, NINJA GAIDEN 4, PlayStation 5-ზე, Xbox Series-ზე და PC-ზე 21 ოქტომბერს გამოდის და Game Pass-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.