თამაშები
18 February
Fallout: New Vegas-ის მოდი გაძლევთ საშუალებას, დავალებები NPC-ებს გადააბაროთ
მოდერმა SkullzyRS-მა შექმნა Fallout: New Vegas-ისთვის მოდი სახელწოდებით „U_DO_IT - Faction Quest Assigner“, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, ფრაქციების წარმომადგენელი NPC-ები გაგზავნონ სხვადასხვა დავალებაზე, როგორიცაა პატრულირება, სკავენჯინგი, საბოტაჟი და მკვლელობები. ეს მათ დაეხმარებათ დავალებების შესრულებაში, ჯილდოებისა და რეპუტაციის მოპოვებაში, რაც თამაშში მეტ თავისუფლებას შესძენს.