თამაშები
14 February
Arc Raiders-ის დეველოპერი აგრესიულად ებრძვის ჩეთერებს: ათობით ათასი მოთამაშე უკვე დაბლოკილია
Embark Studios-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ სოდერლუნდმა, IGN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ Arc Raiders აგრესიულად ებრძვის ჩეთერებს, რის შედეგადაც ათობით ათასი მოთამაშე უკვე დაბლოკილია. ის ხაზს უსვამს ბრძოლის სირთულეებს, სამართლიანობის მნიშვნელობას დაბლოკვის პროცესში და იმას, რომ მოთამაშეებს, რომლებიც უსამართლო თამაშის გამო ნივთებს კარგავენ, კომპენსაცია უბრუნდებათ.