Unreal Tournament 2004 უფასოდ ხელმისაწვდომია და 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი განახლება მიიღო
კლასიკური არენა-შუთერი Unreal Tournament 2004, რომელიც Epic Games-მა 2022 წელს ციფრული მაღაზიებიდან ამოიღო, ფანების ჯგუფმა "OldUnreal"-მა მკვდრეთით აღადგინა. თამაში ახლა უფასოდ არის ხელმისაწვდომი ჩამოსატვირთად და 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი ოფიციალური პატჩი მიიღო, Epic Games-ის კურთხევით.