გასართობი
23 February
„ნეონ გენეზის ევანგელიონის“ ახალი სერიალი დაანონსდა, რომელზეც იოკო ტარო იმუშავებს
საკულტო ანიმე „ნეონ გენეზის ევანგელიონის“ სრულიად ახალი სერიალი დაანონსდა. პროექტის კომპოზიციასა და სცენარზე Nier-ის რეჟისორი იოკო ტარო იმუშავებს, ხოლო თანაპროდიუსერი ჰიდეაკი ანოს „სტუდია ხარა“ იქნება. სიახლე „ევანგელიონის“ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამდღიანი ღონისძიების დასასრულს გაცხადდა იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში. ახალ სერიალზე ასევე იმუშავებენ რეჟისორები კაზუია ცურუმაკი და ტოკო იატაბე, მუსიკას კი კეიჩი ოკაბე დაწერს. ოფიციალური განცხადება ხაზს უსვამს, რომ ეს იქნება სრულიად ახალი სერიალი, რ