თამაშები
20 February
Street Fighter 2-ის პროდიუსერმა საკუთარ გაჩა თამაშში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა
ცნობილმა დეველოპერმა იოშიკი ოკამოტომ, Street Fighter 2-ის ყოფილმა პროდიუსერმა, განაცხადა, რომ მან $500,000-ზე მეტი დახარჯა საკუთარი ფულით მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გაჩა თამაშის, Monster Strike-ის, „ლუთ ბოქსებზე“. ამას ის მოთამაშეების გამოცდილების უკეთ გასაგებად აკეთებს, რათა შეინარჩუნოს მათი ინტერესი და დაბალანსებული იყოს თამაშის ეკონომიკა.