თამაშები
20 February
PlayStation-ი Demon’s Souls-ის რიმეიქის სტუდია Bluepoint Games-ს ხურავს; ეს Sony Interactive Entertainment-ის მეოთხე დახურული სტუდიაა ორ წელიწადში
PlayStation-ი Demon’s Souls-ის რიმეიქის შემქმნელ სტუდია Bluepoint Games-ს ხურავს, დეველოპერის შეძენიდან ხუთი წლის შემდეგ. Sony-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაახლოებით 70 თანამშრომელი სამსახურს დაკარგავს, გადაწყვეტილება კი „ბიზნესის ბოლო განხილვის“ შემდეგ მიიღეს. Bluepoint სპეციალიზირებული იყო ძველი თამაშების რიმეიქებსა და რემასტერებში. PlayStation-ის სტუდიების ხელმძღვანელმა, ჰერმენ ჰალსტმა, გადაწყვეტილების მიზეზად „მზარდად რთული ინდუსტრიული გარემო“ დაასახელა.