ვიდეო თამაშები
27 February
სამსონი: Liquid Swords-ის ახალი ექშენი 8 აპრილს გამოვა
Just Cause-ისა და Mad Max-ის ყოფილი დეველოპერის, კრისტოფერ სანდბერგის მიერ დაარსებული შვედური სტუდიის Liquid Swords-ის ახალი ექშენ თამაში "სამსონი" (Samson) 8 აპრილს გამოვა. თამაში მოგვითხრობს მთავარი გმირის, სამსონის ისტორიას, რომელიც ფიზიკური დაპირისპირებებითა და ავტომობილების დევნით ცდილობს უზარმაზარი ვალებიდან თავის დაღწევას. მასში აქცენტი კეთდება გარემოს განადგურებაზე და რეალისტურ ავტომობილების ბრძოლებზე.