Xbox-ის ხელმძღვანელობაში მასშტაბური ცვლილებები: ფილ სპენსერი პენსიაზე გადის, მის ადგილს აშა შარმა იკავებს; კომპანიას ტოვებს სარა ბონდიც
Microsoft-ის სათამაშო განყოფილების Xbox-ის აღმასრულებელი დირექტორი ფილ სპენსერი, თითქმის 40-წლიანი მუშაობის შემდეგ, პენსიაზე გადის. მის ადგილს Microsoft-ის CoreAI-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი აშა შარმა დაიკავებს. კომპანიას ასევე ტოვებს Xbox-ის პრეზიდენტი სარა ბონდი, ხოლო Xbox Game Studios-ის ხელმძღვანელი მეტ ბუტი ახალ როლს მიიღებს.