თამაშების ინდუსტრია
23 February
მნიშვნელოვანი ცვლილებები Microsoft Gaming-ში: ფილ სპენსერი მიდის, სარა ბონდი ტოვებს პოსტს, აშა შარმა Xbox-ის ახალი ხელმძღვანელია
Microsoft Gaming-ში მასშტაბური საკადრო ცვლილებები მოხდა. ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ კომპანიას ტოვებს Xbox-ის ხელმძღვანელი ფილ სპენსერი, ხოლო Xbox-ის პრეზიდენტმა სარა ბონდმა თანამდებობა დატოვა. სათამაშო განყოფილების ახალი ხელმძღვანელი იქნება აშა შარმა, რომელიც Microsoft CoreAI პროდუქტის ამჟამინდელი პრეზიდენტია. მეთ ბუთი კი კონტენტის მთავარი დირექტორის პოსტზე დაწინაურდა, რათა შარმასთან ერთად იმუშაოს.