Ubisoft Far Cry-ის ორ თამაშს ავითარებს — CEO-ს ოფიციალური დადასტურება და სხვა სიახლეები
Ubisoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივ გილმოტმა, დაადასტურა, რომ კომპანია Far Cry-ის ორ თამაშს ავითარებს. მან ასევე ისაუბრა კომპანიის რესტრუქტურიზაციაზე, Assassin's Creed-ის ახალ პროექტებსა და ზოგიერთი თამაშის გაუქმებაზე. გარდა ამისა, ცნობილი გახდა Splinter Cell-ის რიმეიქზე მომუშავე გუნდში შემცირებების შესახებ.