ვიდეო თამაშები
14 February
"The Liar Princess and the Blind Prince"-ის PC ვერსია Steam-ზე 11 მარტს გამოდის
NIS America-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სათავგადასავლო თამაშის "The Liar Princess and the Blind Prince" კომპიუტერული ვერსია Steam-ზე 11 მარტს იქნება ხელმისაწვდომი. თამაში თავდაპირველად 2018 წლის 31 მაისს იაპონიაში გამოვიდა PlayStation 4-ისთვის, Switch-ისთვის და PS Vita-სთვის, რასაც მოჰყვა გლობალური გამოშვება 2019 წლის 12 თებერვალს PlayStation 4-სა და Switch-ზე. iOS და Android ვერსიები 2020 წლის 29 მაისს იაპონიაში გამოვიდა.