თამაშები
16 February
"PC Building Simulator 2" PlayStation 5-სა და Xbox Series-ზე 26 თებერვალს გამოვა
Epic Games Publishing-მა და დეველოპერმა Spiral House-მა განაცხადეს, რომ მათი პოპულარული თამაში, "PC Building Simulator 2", PlayStation 5-სა და Xbox Series-ზე 26 თებერვალს გამოვა. თამაში, რომელიც კომპიუტერების აწყობისა და შეკეთების სიმულატორია, PC-ზე ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში გამოვიდა და მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, შექმნან საკუთარი ბიზნესი ან გამოავლინონ კრეატიულობა სისტემების აწყობაში.