თამაშები
20 February
Fortnite-ის ახალი კოლაბორაცია Solo Leveling: Arise-თან
Epic Games-მა Fortnite-ისა და პოპულარული ანიმეს Solo Leveling-ის კოლაბორაცია დააანონსა, რა დროსაც მთავარი პერსონაჟების, Sung Jin-woo-სა და Igris-ის პირველი სკინები გამოვლინდა. ეს კროსოვერი დაფუძნებულია უფასო მობილურ თამაშზე Solo Leveling: Arise და არა ორიგინალურ ანიმესა თუ ვებ-ნოველაზე, რის გამოც პერსონაჟები შესაძლოა ვიზუალურად განსხვავებულად გამოიყურებოდნენ. Solo Leveling-ის კოსმეტიკური ნივთების Fortnite-ის მაღაზიაში გამოჩენა პარასკევის განახლებაშია მოსალოდნელი.