თამაშები
14 February
"Poker Night At The Inventory" ბრუნდება: Skunkape Games-ი რიმეიქს მარტში გამოუშვებს
15 წლის წინ გამოსული პოპულარული თამაში "Poker Night At The Inventory" ბრუნდება. დეველოპერულმა სტუდია Skunkape Games-მა თამაშის განახლებული ვერსია, რომელშიც გაუმჯობესებულია პოკერის სიმულაცია, ვიზუალი და დამატებულია ახალი ფუნქციები, 5 მარტს გამოშვებას აპირებს. ასევე დაბრუნდება "Team Fortress 2"-ის განბლოკვადი ნივთები.