თამაშები
14 February
The Mermaid Mask-ის დემო უკვე ხელმისაწვდომია – Crow Country-ის შემქმნელების ახალი ნამუშევარი
კრიტიკოსების მიერ აღიარებული PS1-ის სტილის რეტრო-ჰორორის, Crow Country-ის შემქმნელი SFB Games, წელს ახალ თამაშს, სახელწოდებით The Mermaid Mask-ს გამოუშვებს. ეს არის ასევე აღიარებული დეტექტიური თამაშის Tangle Tower-ის გაგრძელება და SFB-ის განცხადებით, ზაფხულში PC-სა და კონსოლებზე გამოვა. სასიხარულო ამბავი ისაა, რომ Steam-ზე The Mermaid Mask-ის დემო ვერსია უკვე ხელმისაწვდომია. პროექტის კრეატიულმა დირექტორმა, ადამ ვიანმა დაადასტურა, რომ თამაში სერიის დამოუკიდებელი ნაწილია, ამიტომ Tangle Tower-ის წი