თამაშები
25 February
"The Simpsons: Hit & Run"-ისა და "Prototype"-ის შემქმნელი სტუდია "New Radical Games"-ის სახელით ბრუნდება – არის თუ არა რემასტერების იმედი?
"The Simpsons: Hit & Run"-ისა და "Prototype"-ის შემქმნელი სტუდია Radical Entertainment, რომელიც 2013 წელს დაიხურა, ბრუნდება ახალი სახელით "New Radical Games". სტუდიის თანადამფუძნებელი იან უილკინსონი ახალ კომპანიას უხელმძღვანელებს. გულშემატკივრები აღფრთოვანებული არიან და იმედოვნებენ, რომ სტუდია მათ საყვარელ მიძინებულ თამაშებს, განსაკუთრებით Prototype-ს, ახალ სიცოცხლეს შესძენს, რასაც SteamDB-ზე შემჩნეული ცვლილებები და ჭორებიც ამყარებს.