Reddit-მა „პრაგმატას“ ფანების სუბრედიტი არასრულწლოვანთა სექსუალური კონტენტის გამო დაბლოკა
Reddit-ის პლატფორმაზე Capcom-ის მომავალი თამაშის, „პრაგმატას“ ფანების საზოგადოება დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა. ანდროიდი პროტაგონისტის, დიანას, ინფანტილური ვიზუალის გარშემო არაადეკვატურმა სექსუალურმა კონტენტმა, რომელიც არასრულწლოვნებს ეხებოდა, გამოიწვია მოდერატორის გადადგომა და რამდენიმე სუბრედიტის დახურვა. Reddit-მა Rule 4-ის, არასრულწლოვანთა შემცველი სექსუალური კონტენტის აკრძალვის წესის, დარღვევის გამო ერთ-ერთი სუბრედიტი, r/Pragmata_, საბოლოოდ დაბლოკა.