ვიდეო თამაშები
23 February
Pokémon Day Presents: რას უნდა ველოდოთ 30 წლის იუბილეზე?
The Pokémon Company-მ ღამის პირას დააანონსა ყოველწლიური Pokémon Day Presents-ის ჩვენება, რომელიც 27 თებერვალს გაიმართება. 2026 წელს ფრენჩაიზი 30 წლის ხდება, ამიტომაც მოთამაშეებს მრავალ სიახლეს, მათ შორის ახალ RPG თამაშებს, მობილური თამაშების განახლებებსა და საიუბილეო ღონისძიებებს პირდებიან. ტრანსლაცია 25 წუთს გაგრძელდება და შესაძლოა Generation X თამაშები, როგორებიცაა Pokémon Wind და Wave, გამოაჩინოს.