თამაშების სიახლეები
14 February
ყველა გზა „ჰირო შუტერებთან“ მიდის: Horizon Hunters Gathering დააანონსდა
Sony-მ და Guerilla-მ საბოლოოდ დააანონსეს Horizon-ის სამყაროს ახალი ონლაინ თამაში, Horizon Hunters Gathering. ეს არის კოოპერატიული საექშენო თამაში, რომელიც Monster Hunter-ის მსგავსი გეიმპლეით გამოირჩევა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული, Spider-Man: Into the Spider-Verse-ის სტილის ვიზუალური მიმართულებით. თამაში მოიცავს წინასწარ განსაზღვრულ პერსონაჟებს უნიკალური კლასებით, რობო-დინოზავრებთან ბრძოლას სუსტი წერტილების პოვნით და სხვადასხვა ტიპის მისიებს, მათ შორის „როგლაიქის“ ელემენტებით. თარიღი ჯერ უ