თამაშები
26 February
"Valorborn" ადრეული წვდომით Steam-ზე 15 აპრილს გამოვა
დეველოპერმა Laps Games-მა განაცხადა, რომ მათი Sandbox open-world სამოქმედო RPG "Valorborn" კომპიუტერზე, Steam-ის მეშვეობით, ადრეულ წვდომაში 15 აპრილს გამოვა. დამფუძნებელი ონურჰან აქჩაი აღნიშნავს, რომ პროექტი ამბიციურია და მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, თავად აირჩიონ გზა და შექმნან საკუთარი ისტორიები საშიშ, რეაქტიულ შუა საუკუნეების ფენტეზის სამყაროში, რომელიც შთაგონებულია Mount & Blade-ის, Wartales-ის, Kenshi-ის, Game of Thrones-ისა და The Lord of the Rings-ის მსგავსი ნაწარმოებებით.