თამაშები
14 February
Dino Crisis-ის და Dino Crisis 2-ის PC ვერსიები Steam-ზე გამოვიდა
Capcom-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Dino Crisis-ისა და Dino Crisis 2-ის PC ვერსიები უკვე ხელმისაწვდომია Steam-ის პლატფორმაზე. თამაშები 26 თებერვლამდე 50%-იანი ფასდაკლებით, $4.99-ად გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ორივე ნაწილი ადრე GOG-ზე იყო ხელმისაწვდომი, ხოლო ორიგინალი Dino Crisis ასევე გამოსულია PlayStation 4-სა და PlayStation 5-ისთვის.