Helldivers 2: ახალი კიბორგ მტრები და განახლება „ჩაგვრის მექანიზმები“
Helldivers 2-ის დეველოპერმა Arrowhead-მა სამი ახალი კიბორგ მტრის ტიპი წარმოადგინა – აგიტატორები (Agitators), რადიკალები (Radicals) და ვოქს ენჯინი (Vox Engine) – რომლებიც 10 თებერვალს, „ჩაგვრის მექანიზმების“ (Machinery of Oppression) სახელწოდებით გამოსული დიდი განახლების ფარგლებში გამოჩნდებიან ბრძოლის ველზე. ეს განახლება კიდევ უფრო ამწვავებს თამაშში მიმდინარე ომს კიბერსტანის დასაპყრობად და „ყველაზე ამბიციურ“ ბრძოლას გვპირდება ახალი მეტა-გეიმპლეით.