თამაშები
18 February
Total Chaos-ის „New Game+“ განახლება 2 მარტს გამოვა
გამომცემელი Apogee Entertainment და დეველოპერი Trigger Happy Interactive-ი ფსიქოლოგიური survival horror თამაშის, Total Chaos-ის, „New Game+“ განახლებას 2 მარტს გამოუშვებენ. განახლება მოიცავს გაფართოებულ სიუჟეტს, ალტერნატიულ დასასრულს, ახალ ლოკაციებს და უფრო რთულ გამოწვევებს, მუდმივი მდევნელის, „მონადირის“ ფონზე, რომელიც მოთამაშის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. ის მიზნად ისახავს მოთამაშეების ზღვრამდე მიყვანას, რესურსების სიმწირისა და აგრესიული მტრების პირობებში.