კინო, ანიმაცია, გართობა
23 February
„კიკის მიტანის სერვისი“ შემდეგ თვეს IMAX ეკრანებზე ბრუნდება
Studio Ghibli-სა და ჰაიაო მიაძაკის საკულტო ანიმაცია „კიკის მიტანის სერვისი“, 4K რეზოლუციით რემასტერინგის შემდეგ, მომავალ თვეს IMAX კინოთეატრებში აშშ-სა და კანადის მასშტაბით შეზღუდული დროით იქნება ნაჩვენები. ფილმი ახალგაზრდა ჯადოქარ კიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თავისი კურიერული სერვისით იწყებს ცხოვრებას.