პოკემონის 30 წლის იუბილე: მასშტაბური სიახლეები Gen 10-დან სხვადასხვა ივენთებამდე
დღეს 30 წელი შესრულდა პოკემონის ფრანშიზის დებიუტიდან იაპონურ Game Boy-ზე, Pocket Monsters Red and Green-ის სახით. Pokémon Company-მ ეს მნიშვნელოვანი თარიღი სპეციალური საიუბილეო Pokémon Presents პრეზენტაციით აღნიშნა, სადაც უამრავი სიახლე გამოცხადდა – მე-10 თაობის პოკემონებიდან დაწყებული, ახალი თამაშებით, ტურნირებით, პროდუქტებითა და უფასო სათამაშო კონტენტით დამთავრებული.