ვიდეო თამაშები
23 February
Capcom-ის Resident Evil Requiem-ის უცნაური ნაკრები: ტურნიკი შიშის დასაძლევად, რომელიც 5 საათში გაიყიდა
Capcom-მა Resident Evil Requiem-ის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იაპონიაში გამოუშვა ლიმიტირებული ნაკრები, რომელიც თამაშთან ერთად ტურნიკს მოიცავს. ტელე-შოპინგ არხზე რეკლამირებული ეს აბსურდული, მაგრამ გენიალური ნაკრები, რომელიც შიშისგან გამოწვეული დაძაბულობის მოხსნას ემსახურება, 5 საათზე ნაკლებ დროში სრულად გაიყიდა. ასევე შედგა პარტნიორობა ძვირადღირებული საათების მწარმოებელ Hamilton-თან, რომლის ფარგლებშიც პერსონაჟების საათების ლიმიტირებული მოდელები შეიქმნა.