თამაშები
16 February
Crimson Desert-ში მიკროტრანზაქციები არ იქნება: „ეს არის პრემიუმ თამაში, რომელსაც ერთხელ ყიდულობთ“
Pearl Abyss-ის მომავალი სინგლფლეიერ RPG, Crimson Desert, მიკროტრანზაქციების გარეშე გამოვა. დეველოპერები ადასტურებენ, რომ თამაში იქნება „პრემიუმ გამოცდილება“, რომელსაც ერთხელ ყიდულობთ და არ ექნება კოსმეტიკური ნივთების მაღაზია. იქნება მხოლოდ წინასწარი შეკვეთის ბონუსები.