თამაშები
16 February
"Mewgenics"-მა Hades 2-ის რეკორდი მოხსნა – კატების თამაშმა სთიმზე ახალი ისტორია დაწერა
ედმუნდ მაკმილენისა და ტაილერ გლეილის მიერ შექმნილი ტაქტიკური, კატების გამრავლების საბრძოლო თამაში "Mewgenics" სთიმის ისტორიაში ყველაზე მოთამაშებადი roguelike/roguelite თამაში გახდა, რომელმაც Hades 2-ის რეკორდი მოხსნა. მან 115,428 ერთდროული მოთამაშის მაჩვენებლით ჟანრში ახალი რეკორდი დაამყარა და გამოსვლისთანავე ფინანსური წარმატებაც მოიპოვა, გაყიდა ნახევარი მილიონი ასლი 36 საათში. ეს სათამაშო ინდუსტრიაში განსაკუთრებული მიღწევაა.