თამაშები
15 February
ჰიდეკი სატო, Sega-ს კონსოლების ლეგენდარული ინჟინერი, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჰიდეკი სატო, Sega-ს საკულტო სათამაშო კონსოლების განვითარების წამყვანი ინჟინერი, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან 1971 წელს დაიწყო მუშაობა Sega-ში და უდიდესი წვლილი შეიტანა კომპანიის ტრანსფორმაციაში აშშ-ს ელექტრონიკის საწარმოდან იაპონურ სათამაშო გიგანტად. სატოს ხელმძღვანელობით შეიქმნა Mega Drive (Genesis), Sega Saturn და Dreamcast, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, ნინტენდოს ძლიერი კონკურენტი გამხდარიყო კონსოლების ომებში.