თამაშები
23 February
Pokémon FireRed და LeafGreen Nintendo Switch-ზე გამოვა – დაანონსდა ექსკლუზიური იაპონური საკოლექციო გამოცემა
Nintendo-მ და The Pokémon Company-მ დაადასტურეს, რომ GameBoy Advance-ის კლასიკური თამაშები, Pokémon FireRed და LeafGreen, Nintendo Switch-ზე 27 თებერვალს, Pokémon Day-ზე, ციფრული ჩამოსატვირთი ვერსიების სახით გამოვა. თამაშების ფასი 20$ იქნება თითოეულზე, რამაც კრიტიკა გამოიწვია. ამასთან ერთად, იაპონიისთვის ექსკლუზიური საკოლექციო გამოცემაც წარდგა.