Reddit-ს ბრიტანეთის მარეგულირებელმა ბავშვების მონაცემების დაუცველობისთვის 14.5 მლნ ფუნტი სტერლინგის ჯარიმა დააკისრა, კომპანია გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისრის ოფისმა (ICO) Reddit-ს 14.5 მილიონი ფუნტი სტერლინგის (19.6 მილიონი დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა იმის გამო, რომ პლატფორმამ ვერ უზრუნველყო ასაკის დადგენის საიმედო მექანიზმები და, შესაბამისად, უკანონოდ დაამუშავა 13 წლამდე ასაკის ბავშვების პერსონალური ინფორმაცია. ICO-მ ასევე აღნიშნა, რომ Reddit-მა ვერ შეაფასა მონაცემთა დაცვის რისკები. Reddit არ ეთანხმება ბრალდებებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.