თამაშები
16 February
სოლიდ სნეიქი Rainbow Six Siege-ში მუდმივ ოპერატორად დაემატება
Rainbow Six Siege-ის მე-11 წლის გეგმის ფარგლებში, თამაშში Metal Gear Solid-ის თემატიკის განახლება გამოვა. სოლიდ სნეიქი მუდმივ ოპერატორად დაემატება, რომელსაც დევიდ ჰეიტერი გაახმოვანებს. განახლება, სახელწოდებით „ოპერაცია ჩუმი ნადირობა“, 3 მარტს დაიწყება და ახალ რეჟიმებსა და სკინებს შესთავაზებს მოთამაშეებს.