Discord-ი ასაკობრივი ვერიფიკაციის სადავო სისტემის გაშვებას აგვიანებს და შეცდომებს აღიარებს
Discord-მა ასაკობრივი ვერიფიკაციის ახალი, სადავო სისტემის გლობალური გაშვება 2026 წლის მეორე ნახევრამდე გადადო. კომპანია მომხმარებლების უკმაყოფილების შემდეგ შეცდომებს აღიარებს, კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ვერიფიკაციის მეტ ვარიანტს და პარტნიორების გამჭვირვალობას გვპირდება. გადაწყვეტილება მომხმარებელთა დიდი უკმაყოფილების ფონზე მიიღეს, რასაც მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება და პარტნიორი კომპანიების საეჭვო კავშირები ახლდა თან.