კინო
18 February
Resident Evil-ის ფრენჩაიზის გადასარჩენად ზაკ კრეგერი სრულიად ახალ გზას ირჩევს
Resident Evil-ის კინოადაპტაციების წარუმატებელი ისტორიის შემდეგ, 2026 წელს ფრენჩაიზს რეჟისორი ზაკ კრეგერი ეცდება, სრულიად ახალი ხედვით აღადგინოს. Constantin Film-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ ბერბენი, ადასტურებს, რომ ახალი ფილმი წინა ვერსიებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება და კრეგერს სრული შემოქმედებითი თავისუფლება მიენიჭა. ფილმის პრემიერა 2026 წლის 18 სექტემბერს არის დაგეგმილი.