გართობა
18 February
პოკემონის სერიალი „ჰორიზონტები“ Netflix-ზე ბრუნდება
პოკემონის ფრანშიზის 30 წლის იუბილეს აღნიშვნის ფონზე, The Pokémon Company International-მა Netflix-ზე ანიმაციური სერიალის „პოკემონი ჰორიზონტები: სეზონი 3 — აღმავალი იმედი“ მეორე ნაწილის გამოსვლის თარიღი გამოაცხადა. სერიალის ამ ნაწილში ლიკო, როი და მათი მეგობრები განაგრძობენ თავგადასავლებს, ქმნიან ახალ კავშირებს პოკემონებთან და უპირისპირდებიან მეტოქე „მკვლევარებს“. „პოკემონი: ჰორიზონტები“ — მეორე ნაწილი Netflix-ზე 20 მარტს გამოვა.