"Panzer Knights: Commander’s Edition" PlayStation 5-სა და Xbox Series-ზე 2026 წელს გამოვა
გამომცემელმა PQube-მ და დეველოპერმა Joy Brick-მა წარმოადგინეს ანიმეს სტილში შექმნილი ტანკის სიმულატორი Panzer Knights: Commander’s Edition PlayStation 5-ისა და Xbox Series-ისთვის. თამაში 2026 წელს გამოვა, PlayStation 5-ისთვის კი ფიზიკური გამოცემაც იქნება ხელმისაწვდომი. ეს კონსოლის სპეციალური გამოცემა თამაშის „საბოლოო ვერსიაა“, რომელიც მოიცავს საბაზისო თამაშს და სამ დამატებით ბონუს კონტენტ პაკეტს ლეგენდარული ტანკებით.