თამაშები
26 February
Glass Bottom Games-მა ახალი ჰაკ-ენდ-სლეშ თამაში Verminsteel დააანონსა
თამაშ SkateBIRD-ის შემქმნელმა Glass Bottom Games-მა წარადგინა Verminsteel – ანთროპომორფული ჰაკ-ენდ-სლეშ ექშენ თამაში, სადაც ყვავი-მეომარი მტრების მასიურ ურდოებს უპირისპირდება. თამაში PC-ზე, Steam-ის პლატფორმის საშუალებით, 2027 წელს გამოვა. დეველოპერების განცხადებით, პროექტის მთავარი თემა საზოგადოების ერთიანობა და ურთიერთდახმარებაა.