თამაშები
26 February
PlayStation Plus-ის მარტის თამაშები გამოცხადდა: აბონენტებისთვის ოთხი ახალი სათაურია ხელმისაწვდომი
Sony-მ გამოაცხადა PlayStation Plus Essential-ის მარტის ყოველთვიური თამაშები, რომელშიც ოთხი სათაური შედის. ეს თამაშები ხელმისაწვდომი იქნება 3 მარტიდან 6 აპრილამდე ყველა PlayStation Plus დონის (Essential, Extra, Premium) წევრებისთვის. სიაშია PGA Tour 2K25, Monster Hunter Rise, Slime Rancher 2 და The Elder Scrolls Online Collection: Gold Road.