თამაშები
28 February
Stardew Valley 10 წლის იუბილეს ზეიმობს: ახალი განახლებები, კონცერტი და სხვა სიურპრიზები
Stardew Valley-ის გამოსვლიდან ერთი ათწლეული გავიდა, რასაც თამაშის შემქმნელი ერიკ 'ConcernedApe' ბარონე დიდი ზეიმით აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით გამოცხადდა 1.7 განახლება, რომელშიც მოთამაშეებს შეეძლებათ კლინტსა და სენდიზე დაქორწინება, ასევე დაგეგმილია კონცერტების სერია „Symphony of Seasons“ და სპეციალური მერჩენდაიზინგის გამოშვება.