კინო
14 February
იაპონური საკულტო ჰორორ თამაშის „The Exit 8“ კინოადაპტაციის ახალი ტრეილერი
იაპონური საკულტო ჰორორ თამაშის „The Exit 8“ კინოადაპტაცია აპრილში საერთაშორისო დებიუტისთვის ემზადება. ახლახან გამოვიდა ახალი, გაფართოებული ტრეილერი, რომელიც მაყურებელს თამაშის უსასრულო მეტროს დერეფანში გამომწყვდეული პერსონაჟის კლაუსტროფობიულ ტანჯვას უჩვენებს. მთავარ როლს მომღერალი და მსახიობი კაზუნარი ნინომია ასრულებს, ხოლო რეჟისორი გენკი კავამურაა. ფილმის საერთაშორისო პრემიერა 10 აპრილსაა დაგეგმილი.