კინო/გართობა
26 February
Sony წარუმატებელი ფილმების შემდეგ ადამიანი-ობობას სამყაროს გადატვირთვას გეგმავს
Sony Film-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომ როტმანმა დაადასტურა, რომ კომპანია გეგმავს ადამიანი-ობობას გაფართოებული სამყაროს (SSU) გადატვირთვას, ისეთი ფილმების კრიტიკული და კომერციული წარუმატებლობის შემდეგ, როგორებიცაა „კრავენი“, „მადამ ვები“ და „მორბიუსი“. როტმანმა აღნიშნა, რომ ეს იქნება „ახალი გადატვირთვა“ „ახალი ხალხით“, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუმხელია.