თამაშები
15 February
პიქსელ არტისტი ედი ვალენტაინი ახალ თამაშს, GUN NOSE-ს, აანონსებს
პიქსელ არტისტმა და დამოუკიდებელმა დეველოპერმა ედი ვალენტაინმა წარადგინა GUN NOSE – 3D პიქსელ არტის ტოპ-დაუნ ექშენ-მისტიკის ჟანრის თამაში, რომელიც PC-ზე გამოვა. თამაშის ანონსთან ერთად Kickstarter-ზე კამპანია დაიწყო, რომელიც $35,000-ის მოზიდვას ისახავს მიზნად. დამატებითი მიზნები მოიცავს PlayStation 4-ისა და Switch-ის პორტებს, შესაბამისად, $200,000 და $400,000-ის მიღწევის შემთხვევაში. გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.