კინო
27 February
ტიმოთი შალამე და ჯოშ სეფდი: შენდი – მოდიფიცირებული კონტროლერების გამყიდველი კურდღელთან ერთად
ტიმოთი შალამე კვლავ ჯოშ სეფდისთან ერთად – ამჯერად W Magazine-ის უცნაური (და სახალისო) პროექტისთვის, სადაც ის ახალი პერსონაჟის, შენდის როლს ირგებს. შენდი ნიუ-იორკელი „ჰასტლერია“, რომელიც მოდიფიცირებულ ვიდეო თამაშის კონტროლერებს ყიდის, ცხოვრობს დედასთან და ჰყავს შინაური კურდღელი, სახელად ოტერი. ეს როლი ნაწილობრივ შალამეს რეალური წარსულით არის შთაგონებული, რადგან ის ადრე თავადაც ყიდდა ასეთ კონტროლერებს. სეფდი არ გამორიცხავს, რომ შენდი ეკრანზეც ვიხილოთ.