კინო სიახლეები
23 February
დენიელ რედკლიფმა „ყველაზე ცუდი იდეა“ გაიხსენა: ჰარი პოტერის ტრიო „ოზის ჯადოქრის“ რიმეიქში, სადაც ის კარატისტი ლომი იქნებოდა
ჰარი პოტერის ვარსკვლავმა, დენიელ რედკლიფმა, გაიხსენა, რომ ერთხელ მას შესთავაზეს ოზის ჯადოქრის უცნაური ადაპტაცია, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებდნენ მისი კოლეგები ემა უოტსონი და რუპერტ გრინტი. რედკლიფმა ეს იდეა „ყველაზე უარესად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მას კარატისტი მშიშარა ლომის როლი ჰქონდა, ემა უოტსონი კი დოროთის განასახიერებდა.