ვიდეო თამაშები
14 February
„ნიოჰ 3“-მა სტარტი წარმატებით აიღო: რეკორდული მოთამაშეები და კრიტიკოსების მაღალი შეფასებები
Team Ninja-სა და Koei Tecmo-ს უახლესმა თამაშმა, „ნიოჰ 3“-მა, გამოსვლისთანავე დიდი წარმატება მოიპოვა. Steam-ზე თითქმის 90,000 ერთდროული მოთამაშე დაფიქსირდა, რაც სერიის წინა ნაწილების მაჩვენებლებს ბევრად აღემატება. თამაშმა მაღალი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგანაც და Metacritic-ზე 86 ქულა დააგროვა. წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა PC-სა და კონსოლზე ერთდროულმა გამოშვებამ.