ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი Valve-ს უჩივის: „ლუთ-ბოქსები აზარტული თამაშებია, განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის“
ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი კომპანია Valve-ს უჩივის მისი „ლუთ-ბოქსების“ (loot boxes) გამო, რომელსაც ის „არსებითად აზარტულ თამაშებად“ მიიჩნევს. სარჩელში აღნიშნულია, რომ Valve-ის ლუთ-ბოქსები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან ისინი აზარტული თამაშების მსგავს საფრთხეებს შეიცავს. ჯეიმსი პრობლემურად მიიჩნევს „გასაღებების“ გაყიდვას ლუთ-ბოქსების გასახსნელად, ვირტუალური ნივთების რეალურ ფულზე გაყიდვის შესაძლებლობას და ასაკის დამადასტურებელი მექანიზმების ნა